ჩვენ შესახებ

დღესდღეობით კერძო მოედნის მოძებნა, დაჯავშნა და სამეგობროს ორგანიზება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, სპორტული ობიექტების უმეტესობა ციფრული სივრცისგან ძალიან შორსაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის, ვისთვისაც სპორტი ჯანმრთელობასთან ერთად გართობასთანაც ასოცირდება, ეს სირთულეები მოგვეხსნა, გაგვეხადა სპორტი მარტივი და ხელმისაწვდომი.

სფრენთი არის ინოვაციური პლატფორმა, სადაც შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად აირჩიო და დაჯავშნო სასურველი მოედანი, დაამატო საჭირო აქსესუარები, როგორებიცაა: ბურთი, წყალი, გადასაცმელები და მათ ჩვენ ადგილზე დაგახვედრებთ.

ჩვენ ვაერთიანებთ 40-ზე მეტ სპორტულ ობიექტს, საქართველოში სპორტული მიმართულების ათვისების შემდეგ ვაპირებთ სერვისის გლობალურ ბაზარზე გატანას.

img