კუს ტბის სტადიონი არის შესანიშნავი ადგილი მეგობრებთან ერთად გართობისა და სპორტული აქტივობებისთვის. მოედანს აქვს 55მმ-იანი FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი, აღჭურვილია ღამის განათებით და აქვს პარკინგი.
პირობები:
აკრძალულია აგრესიული ქცევა, შეურაცხმყოფელი საუბარი ან კონფლიქტი თანამშრომლებთან, მოთამაშეებთან ან დაცვის წევრებთან. წესის დარღვევის შემთხვევაში მოთამაშეს მოედნის გამოყენება შეეზღუდება.
არ დაიშვებიან მოთამაშეები, რომლებიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
აკრძალულია მოედნის დაზიანება ან ტერიტორიის დანაგვიანება.