ფიფას სერთიფიცირებული საფარითა და უეფას სტანდარტების შესაბამისი 400 ლუქსის განათებით, ვაზისუბანის სტადიონი იდეალური ადგილია ფეხბურთის საყვარელი ატმოსფეროსთვის. მოედანი მდებარეობს ვაზისუბანში, IV მიკრორაიონში, №172 სკოლის მიმდებარედ და გამოირჩევა კომფორტული ინფრასტრუქტურითა და მარტივი ხელმისაწვდომობით.
სათამაშო სივრცე მოიცავს 45x25.5 მ ზომის მოედანს, რომელსაც 1.5 მეტრიანი დაცული ზონა აკრავს ბორტებამდე — რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სასიამოვნო თამაშს. პარკინგის პრობლემა ადგილზე არ არსებობს.
⸻
⚽️ ტურნირები და ღონისძიებები
სტადიონი სრულად იმართება ჩვენი გუნდის მიერ, რაც საშუალებას გვაძლევს ორგანიზება გავუწიოთ როგორც სტანდარტულ, ისე გაფართოებულ ტურნირებს.
• სტანდარტული ტურნირი – 1000₾(გუნდზე)
მოიცავს:
• ექიმს
• მსაჯს
• ფოტომომსახურებას
• რილსების მომზადებას
• ტურნირის მენეჯმენტს
• 3 ნომინაციას
• სტანდარტულ მედლებს
• სტანდარტ+ ტურნირი – 2500₾ (გუნდზე)
მოიცავს:
• ვიდეოკლიპის გადაღებას
• სოციალური ქსელის მართვას
• მუსიკალურ გაფორმებას და დიჯეის/წამყვანის მომსახურებას
• 11 ნომინაციას
• სპეციალურად დამზადებულ მედლებს
• არასტანდარტულ სუვენირებს
• გუნდის ფორმებს