სფრენთი – წესები და პირობები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Sprenty-ზე! ჩვენი პლატფორმის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ აღწერილ წესებსა და პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დოკუმენტს.
1. რას გთავაზობთ Sprenty?
Sprenty გაძლევთ საშუალებას ონლაინ დაჯავშნოთ სპორტული მოედნები, დარბაზები და სხვა ობიექტები. ჩვენ ვაერთიანებთ სერვისის მომწოდებლებს და მომხმარებლებს ერთ სივრცეში - მარტივად, სწრაფად და გამჭვირვალედ.
2. რეგისტრაცია და ანგარიში
- ანგარიშის შექმნისას საჭიროა პირადი ინფორმაციის (სახელი, ტელეფონი,ელ.ფოსტა) შეყვანა.
- პასუხისმგებელი ხართ თქვენი პაროლის დაცვაზე.
- დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.
3. ჯავშნები
- ჯავშანი დადასტურებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მიიღებთ ჩვენი მხრიდან შეტყობინებას.
- ჯავშნის ღირებულება უნდა გადაიხადოთ 1 საათში - სხვა შემთხვევაში ის გაუქმდება.
- 24 საათზე მეტი დროით ადრე გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება.
4. ფასები და გადახდები
- პლატფორმაზე ნაჩვენები ფასები მოიცავს გადასახადებს და საკომისიოებს.
- გადახდა ხდება ონლაინ, ჩვენი პარტნიორი გადახდის სისტემის მეშვეობით.
5. გაუქმება და ცვლილებები
- ჯავშნის გაუქმება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ 24 საათით ადრე.
- უამინდობის გამო გაუქმებისას თანხა არ ბრუნდება, თუმცა შესაძლებელია გადატანა სხვა დროს.
6. მომხმარებლის ვალდებულებები
- არ განათავსოთ ყალბი ან ფიქტიური ჯავშნები.
- არ გადასცეთ პლატფორმაზე მავნე პროგრამები, ვირუსები ან სპამი.
- არ დაარღვიოთ სხვა მომხმარებლების უფლებები და პირობები.
7. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
- ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სერვისის მომწოდებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.
- არ ვიძლევით გარანტიას სერვისის უწყვეტ მუშაობაზე.
- ტექნიკური შეფერხებების ან ხარვეზების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ გვეკისრება.
8. კონფიდენციალურობა და მონაცემების დამუშავება
- თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას კომუნიკაციისა და მარკეტინგის მიზნებისთვის.
- პირობებზე თანხმობა ნიშნავს თანხმობას თქვენს მონაცემთა დამუშავებაზე ჩვენს პოლიტიკის შესაბამისად.
9. სამართლებრივი საკითხები
- წესები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
10. უკუკავშირი
გსურთ გვითხრათ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი? მოგვწერეთ ნებისმიერ დროს info@sprenty.ge-ზე.